„ვაჭარი (ვალუტით მოვაჭრე) და მისი ცოლი“ - 1514 წელს ანტვერპენში შერულებული ნახატია.
ერთი შეხედვით, კვენტინ მასეისის (1465-1530) ეს ნახატი ადამიანის საქმიანობის ჩვეულებრივ ასახვას წარმოადგენს...
თუ დავაკვირდებით, კომპოზიციაში აქა-იქ გაბნეულ ნივთებს ორაზროვანი მნიშვნელობა აქვთ: ტილოზე ყურადღებას იქცევს ფული და სასწორი. ოთახში შემომავალი სინათლე ადგას ქალსა და ლოცვის წიგნს, რაც სულიერ ღირებულებებს უსვამს ხაზს, ხოლო მამაკაცი და მის წინ მიმობნეული ფული, როგორც მატერიალური სამყაროს სიმბოლო, ჩრდილშია მოქცეული.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სასწორი, რომელიც მამაკაცს უჭირავს, განკითხვის დღის მანიშნებელია, სადაც ადამიანის კარგი და ცუდი საქმეები იწონება. მაგიდის ცენტრში დგას სარკე, რომელიც ანტვერპენის საკათედრო ტაძარს ირეკლავს.
ამ პერიოდის ფლანდრია (ბელგიის ერთ-ერთი რეგიონი) მოწინავე საბაზრო მხარედ იყო გადაქცეული, სადაც თავს სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრები იყრიდნენ; ფეხი ჰქონდა ადგმული სამევახშეო საქმიანობასაც. კვენტინ მასეისს ანტვერპენის ცენტრში ჰქონდა სტუდია, სადაც 1514 წელს შექმნა „მევახშე და მისი ცოლი“ - ნახატი ფლანდრიული რენესანსის შედევრად ითვლება.
ნამუშევარი ინახება აბუ-დაბის ლუვრში. ზომები: 71x67 სმ. ზეთი ტილოზე
აქვე გთავაზობთ ნახატის დეტალს - მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მონეტებს, ქალის ლოცვანს და სარკეს ვხედავთ (სარკეში ტაძართან ერთად მოჩანს თავად მხატვარიც...).
Bình luận