„ქარიშხალი ახლოვდება“ - ამერიკელმა მხატვარმა, უინსლოუ ჰომერმა აშშ-ის ჩრდილოეთში მცხოვრები მეთევზეების სახიფათო ცხოვრების ტილოზე გადატანა ისურვა (1885 წ.)
ნახატზე პატარა ნავში მჯდომ მარტოხელა მეთევზეს ვხედავთ, რომელსაც თევზი დაუჭერია (პალტუსი), მაგრამ ახლა ირგვლივ ნისლი წვება და გემამდე დროულად მიღწევა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, სახლში დაბრუნებამდე ჯერ კიდევ შორია...
ნახატი ხშირად გამოიყენებოდა აშშ-ის სასკოლო წიგნებში ბავშვებისთვის მეთევზეების ცხოვრების საილუსტრაციოდ.
ნახატის ავტორი, მხატვარი და ილუსტრატორი უონსლოუ ჰომერი (1836 - 1910) ძირითადად მშვიდი ბუნების პეიზაჟებით იყო ცნობილი, თუმცა ჯერ 45 წლის ასაკში ინგლისის საზღვაო დასახლებებში მოგზაურობამ, შემდეგ კი აშშ-ში, მეინის შტატში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე დასახლებამ, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მეთევზეების მძიმე ცხოვრების გადმოცემას შეუდგა.
ნახატის ორიგინალი სახელი - The Fog Warning (შეიძლება ითარგმნოს: „ნისლის გაფრთხილება“).
ზეთი ტილოზე; ზომები: 76 სმ. × 122 სმ. ინახება ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ ვინსლოუ ჰომერის მიერ, ზღვის თემაზე შესრულებულ კიდევ რამდენიმე ნამუშევარს, ამ ნახატებში მეთევზეების ცხოვრება არის გადმოცემული.
Comments