„წერილი ამერიკიდან“ - ასე ჰქვია ამ მელანქოლიური განწყობის ნახატს, რომელიც იუდალ პენმა1903 წელს შექმნა.
ნახატის ავტორი, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე რუსეთის იმპერიაში მცხოვრები ებრაელების ყოველდღიურ ყოფას ასახავდა.
ებრაული წარმოშობის იუდალ (იური) პენი (1854 – 1937), ძირითადად, ცხოვრებდა და მოღვაწეობდა ბელორუსიის ტერიტორიაზე. იგი მიჩნეულია XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენებული „ებრაული რენესანსის მამად“.
პენის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო რუსეთის იმპერიაში პირველი სამხატვრო სკოლა დაეარსებინა სპეციალურად ებრაელი ბავშვებისთვის. სკოლამ 1892-1918 წლებში იარსება. მისი მოწაფეები შემდეგში ცნობილი მხატვრები გახდნენ, მათგან ყველაზე გამოჩენილია ბელარუს-ებრაელი მარკ შაგალი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა.
იუდალ პენი 1937 წელს, 82 წლის ასაკში, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. მისი ნახატები, ძირითადად, ინახება ბელორუსიის მუზეუმებში.
მხატვრის შემოქმედებიდან რამდენიმე ყველაზე ცნობილ ნამუშევარს ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ: „სახლი თხასთან“ (1920 წ.); „მესაათე“ (1914 წ.); „გაყრა“ (1910 წ.); „მოხუცი თერძი“ (1910 წ.); „წერილი ამერიკიდან“ (1903 წ.).
Comments