top of page

„საწოლსა და საათს შორის“ - მუნკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი

Updated: Dec 13, 2023



„საწოლსა და საათს შორის“ - ეს ავტოპორტრეტი ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის (1863 - 1944) ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია.


ექსპრესიონისტმა მხატვარმა ტილოზე მუშაობა 1943 წელს დაასრულა, რა დროსაც 79 წლის იყო. იგი ერთი წლის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა, ოსლოსთან ახლოს.


მუნკმა საკუთარი თავი გამოსახა როგორც მოღუშული, ხანდაზმული კაცი. მის უკან წარსულის ნახატებით სავსე ნათელი ოთახი ჩანს; ამჟამად იგი საათსა და საწოლს შორის დგას, რომლებიც, შესაბამისად, სიმბოლურად გამოხატავენ დროის გარდაუვალ მსვლელობასა და საბოლოო განსასვენებელს...


თავად ედვარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი არის - „კივილი“. ამ ნამუშევარზე გამოსახული პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა მთელს ხელოვნებაში.


„საწოლსა და საათს შორის“ - როგორც მისი ნამუშევრების უმეტესობა, ინახება ოსლოში, მუნკის მუზეუმში.


ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ ედვარდ მუნკის სხვა ნამუშევრებსაც: „გოლგოთა“ 1900 წ. „მუშები სახლისკენ გზაზე“ 1914 წ. „ნაცარი“ 1894 წ. „კივილი“ 1893 წ. „პატარა ტბა ნავით“ 1880 წ.  „ხელები“ 1893 წ.





878 views0 comments

Comments


bottom of page