ძველი წარმოდგენის მიხედვით, როგორც კი ადამიანის გამოსახულება ქაღალდზე გადავიდოდა, მისი სულიც დატოვებდა სხეულს, ამიტომ ამ ნახატის ავტორ ილია რეპინს ძალიან გაუჭირდა „ბურლაკები“ პოზირებაზე დაეყოლიებინა.
„ბურლაკები ვოლგაზე“ - უკრაინაში დაბადებული რუსი მხატვრის, ილია რეპინის (1844-1930) ერთ-ერთი ცნობილი ტილოა, რომელიც 1870-73 წლებში შექმნა.
რუსეთის იმპერიაში „ბურლაკები“ იყვნენ დაბალი სოციალური ფენის ადამიანები, რომლებსაც ცოცხალ ძალად იყენებდნენ ბორნების გადასაადგილებლად, მაგალითად წყლიდან ნაპირზე გადმოსატანად.
მართალია ავტორმა ნახატზე 11 „ბურლაკი“ გამოსახა, მაგრამ, როგორც წესი ამ სეზონურ სამუშაოს ქალებიც ასრულებდნენ ხოლმე...
ნახატის შექმნისას ილია რეპინმა ის ადამიანები ახლოს გაიცნო, რამდენიმე მათგანი ყოფილი მაღალჩინოსანიც აღმოჩნდა, რომლებსაც ახლა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ. მხატვარზე განსაკუთრებით დიდი ზემოქმედება იქონია ყოფილი მღვდლის, გვარად კანინის გაცნობამ , რომელიც ნახატზე წამყვან პოზიციაზეა გამოსახული. რეპინი მის შესახებ წერდა:
„მასში რაღაც აღმოსავლური იმალებოდა, სკვითების სახე... თავისი ღრმა და ბრძნული თვალებით თითქოს კოლოსალურ საიდუმლოს დაატარებდა, ამიტომაც მიყვარდა ის. თითქოს წმინდანის სახე ჰქონდა,“
„ბურლაკები ვოლგაზე“ შესრულებულია ტილოზე ზეთის საღებავებით. ზომა: 131.5 სმ × 281 სმ.
ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ ილია რეპინის კიდევ რამდენიმე, გამორჩეულ ნამუშევარს: „ივანე მრისხანე და მისი შვილი“(1885 წ.); „კაზაკების წერილი თურქეთის სულთნისადმი“(1891 წ.); „წითელი არმიის ჯარისკაცი იპარავს პურს ბავშვისგან“(1918 წ.); „რა თავისუფლებაა!“ (1903 წ.)
გასადიდებლად დააკლიკეთ სურათს:
ความคิดเห็น